სპეციალისტთა მიერ საკონსულტაციო მომსახურება

ბიზნესის მართვისათვის საჭიროა სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი პროფესიონალი კონსულტანტის მომსახურება .ჩვენი სპეციალისტები მზად არიან გაგიწიოთ ქვემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები:

■კომპანიისა და ბრენდის შეფასება
ჩვენი ექსპერტები ფლობენ რა შესაბამის გამოცდილებას, მზად არიან სწრაფად და ხარისხიანად გაგიწიონ შესაბამისი მომსახურება. ჩვენი შეფასების მომსახურება ზოგადად გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება კომპანიების შეძენას ან კომპანიების შერწყმასა და გაერთიანებას.

■ Due Diligence (კომპანიის გამორკვევის შედეგები – ფინანსური მდგომარეობისა და რისკების ანალიზი)
გასასხვისებელ კომპანიასთან დაკავშირებით მოამზადებულ იქნება კომპანიის გამორკვევის ფორმა, რომლის მიხედვითაც დადგინდება კომპანის მდგომარეობა. აღნიშნული შედეგების მომზადების გარეშე დაუშვებელია კომპანიის გასხვისება ან გაყიდვა.

ფინანსური ანგარიშგება მოიცავს საგადასახადო და იურიდიული რისკების განსაზღვრის მიზნით ბოლო ხუთი საანგარიშო პერიოდის აუდიტორულ დასკვნას, რომელიც ჯერ არ შედის საგადასახადო ვადის გასვლის პერიოდში. განსაკუთრებით კი კომპანიის გამორკვევის ფორმის მომზადება საჭიროა იმ კომპანიებისათვის , რომლებსაც წარსულში არ აქვთ მიღებული საგადასახადო კუთხით კონსულტაციები და დამოუკიდებელ აუდიტორულ მომსახურება. საქართველოში , ყოველთვის არსებობს რისკი იმისა , რომ კომპანიებში შემოწმების მიზნით შევიდეს საგადასახადო სამსახური.
ADAY, განსაზღვრავს კომპანიის რისკებს თავის ექსპერტ-სპეციალისტებთან ერთად. აღნიშნულის ფარგლებში შედის:

ფაქტურებუსა და ზედნადებების შემოწმება,
ყველა სახის დეკლარაციის შემოწმება , რომელიც წარედგინება საგადასახადო სამსახურს, სოც.უზრუნველყოფის სამსახურს და სხვა საჯარო სამსახურებს,
სხვა საწარმოებთან და საჯარო სამსახურებთან არსებული ურთიერთობების შეფასება,
კომპანიის ოფიციალური საბუთებისა და დოკუმენტების შენახვის პირობების დადგენა,
კომპანიასა და კლიენტებს შორის დადებული ხელშკრულებების შემოწმება,
გამოკვლევა კომპანიის აქტივების შესახებ თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს კომპანიას არსებულმა აქტივებმა მომავალში (გაუფასურებული აქტივების დადგენა),
უნდა განისაზღვროს კომპანიის ვალდებულებები .
კომპანიებში სადაც განხორციელებულია კომპანიის შეფასება, არსებული რისკები დეტალურად არის უკვე განსაზღვრული , რაც იძლევა რისკების გააზრებულად მართვის საშუალებას.
■ შიდა კონტორლი
შიდა კონტროლის სისტემის დანერგვა ყოველი კომპანიისთვის , ხელმძღვანელობისათვის ანგარიშის წარდგენა და შესაბამისი რეაგირება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თითოეული კომპანიის წარმატებაში. ჩვენი სპეციელისტების მიერ მოხდება შიდა კონტროლის სისტემის შემოწმება , სისტემაში არსებული ხარვეზების შესახებ მომხმარებელს წარედგინება შესაბამისი ანგარიში არსებული ხარვეზებისა და შესაბამისი წინადადებები მათი გამოსწორების შესახებ.
■ ბრუნვის კონტორლი
Ciroya endeksli Franchising, Royalty, Bayilik, Distrübütörlük, AVM Kiralama vb sözleşmelerde cironun sözleşmeye uygun olarak bildirilmesine yönelik denetim çalışmalarını içerir.